"სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი...“ "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე შევასრულე, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მაქვს უფლება, ბედს დავემდურო."

ბავშვობა

ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა გურიის (მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის) სოფელ ლიხაურში 1863 წლის 5 იანვარს. მამამისი აზნაური სიმონ თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი იყო, დედა – ნინო ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბავშვობა ობლობაში გაატარა.

სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი რუსეთის ჯარში მსახურობდა —თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. 

ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტული ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
  მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
      მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს. მეურვეს სურდა ექვთიმე სოფლის მწერლად გაემწესებინა, რაც იმდროისთვის რამდენამდე შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ ექვთიმემ თავისი გაიტანა და 7 წლისამ სწავლა გააგრძელა  ჯერ ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. აქ მას ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა სიმონი ასწავლიდა.  

      
                                       ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახი

           


                                ექვთიმე თაყაიშვილის ძმა დავითი

                             







Комментариев нет:

Отправить комментарий