ექვთიმე თაყაიშვილის ხელნაწერი
ელექტრონული ვერსია
ემიგრნტული ნაშრომები /დაბრუნება/ თაყაიშვილი ექვთიმე;შემდგენელი: გურამ შარაძე;
რედაქტორი ლევან სანიკიძე -1991 მრავალტომეული
ტომი I

ტომიII
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8729/1/Emigrantuli_Nashromebi%20%282%29.pdf
ექვთიმე თაყაიშვილი – “გაბრიელ ეპისკოპოსი”

გაბრიელ ეპისკოპოსი (გერასიმე ქიქოძე), 1825-1896 წ.წ.
გაბრიელ ეპისკოპოსზე ილია დიდი აზრისა იყო. ერთ ხუთშაბათს საღამოს რომ ვიყავით ილიასთან შეკრებილი, წამოიჭრა საკითხი: მთავრობა უწევს რაიმე ანგრიშს ქართველ მოღვაწეთა ნათქვამს თუ არაო? ილიამ სთქვა: “კაცმა იცისო! მაგალითად, რასაც გაბრიელი ეპისკოპოსი იტყვის, იმას დიდ ანგარიშს უწევენო. ეკლესიის საკითხებში ანგარიშს უწევენ ნიკო ამილახარსაცო”. ის ნიკო ამილახვარი დიდი მორწმუნე კაცი იყო და პირდაპირ ეგზარქოსსა და ეკლესიის სხვა მეთაურებს მიმართავდა ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა. ერთხანს ხომ აკრძალეს ლოცვანისა და სხვა საეკლესიო წიგნების ქართულად ბეჭდვა! ჰოდა, ნიკო ამილახვარმაც უთხრა ეგზარქოსს: “Я перестал молитьсия, потому, что
мой грузинский напечатанный молитвенник истрепался, Ваш русский молитвенник я
не понимаю, а Вы приостановили издание молитвенников на грузинском языке!” ეგზარქოსი ამ სიტყვებზე შემკრთალიყო და ეთქვა “Никогда не запрещал издание
грузинского молитвенника, это недоразумение!” მაშინვე გაეცა ლოცვანის დაბეჭდვის ბრძანება.
გაბრიელ ეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა (1896 წ.), ქუთაისის ინტელიგენციამ ერთობ დააყოვნა მისი დამარხვა, რათა საუკეთესოდ მოემზადებინა ქართველი ხალხი მიცვალებულის პატივსაცემად: სასტიკი, გაჭიანურებული ზამთარი იდგა და უგზოობის გამო ხალხი ვერ ჩადიოდა. დამარხვა იმა წლის მაისში მოხდა მხოლოდ, გელათის მონასტერში. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, დანიშნეს დაკრძალვის დღე, თბილისის ყველა დაწესებულებიდან წავედით დეპუტატები და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ილიაც. მას გამზადებებული ჰქონდა სიტყვა, რომელიც საფლავზე უნდა ეთქვა, მიცვალებულის ცხედარი ძვალ-ტყავად ჩანდა, არც შექანებულიყო, ისე, ცივად იყო შენახული. მართალია, მღვდელმთავარს არ შეშვენოდა ასეთი გაუთავებელი გლოვა, მაგრამ ქართველების – მეტადრე დასავლელების – ამბავი ხომ მოგეხსენებათ ამ საკითხში, ამხანაგად?!
მატარებელში ერთად შევიყარენით: მე, ილია ჭავჭავაძე, ლევან ჯანდიერი, ვანო რატიშვილი, ანდრია ღულაძე და სხვები აღარ მახსოვს. ლევან ჯანდიერი თბილისის მაზრის უფროსი იყო, ილიას დიდი მეგობარი და ერთგული მომხრე; უაღრესად კარგი, ჭკვიანი და საზრიანი ქართველი, ნამდვილი საქმის კაცი, უკეთესი არ შეიძლებოდა. მისი თაოსნობა იყო, მთიულები რომ გადმოასახლა მანგლისის მხარეში და კავთისხევში. ივანე რატიშვილი, მასწავლებელი, მე დავნიშნე სათავადაზნაურო სკოლის დეპუტატად გაბრიელის დაკარძალვაზე. ძალიან კარგი, რაღაც ღვთიური კაცი იყო და ასეთ სიტყვებს ხომ შესანიშნავად ამბობდა ხოლმე! სულ სხვანაირი იყო ანდრია ღულაძე – ნაკლებ განათლებული, მაგრამ დიდი ფართი-ფურთის და პრეტენზიის კაცი. ხან რას აკეთებდა, ხან რას: ერთ დროს საბავშვო ჟურნალს სცემდა, მერე ცენზორი იყო, იმხანად კი რომელიღაც უცხო გაზეთების თუ სხვა რაღაცის კორესპონდენტად მუშაობდა და ასე… სრულიად არ ჰგავდა იგი თავის ძმას – იაკობს, პედაგოგს, გიმნაზიის ინსპექტორს, დიდად განათლებულ კაცს…
სწორედ გელათს ჩვენი გამგზავრების წინ გაეგზავნა ანდრიას დეპეშა საზღვარგარეთულ გაზეთებისთვის, ერთ-ერთი უცხელი კორესპოდენტის შესახებ: “თბილისიდან ინდოეთში გაემგზავრა და ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამხრეთი აზიისთვისო”. ეს შენიშვნა უკვე თავის მხრივ დაურთო, ვითომდა საქმეში ჩახედულობის გამოსამჟღავნებლად. ილიას უყვარდა ასეთი პრეტენზიების მქონე “ინტელიგენტების” გაქირდვა და გზაში სულ ეკითხებოდა: “როგორ იყო, ანდრია, დიდ პოლიტიკურ ფაქტად რომ გამოაცხადე იმ კორესპონდენტის ინდოეთში წასვლაო?” ისიც იცინოდა, აბა რას იტყოდა? აკაკიმაც იცოდა ხოლმე ანდრია ღულაძეზე ოხუნჯობა.. . ანდრიას დიდ პატრიოტად მოჰქონდა თავი. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სამგლოვიარო პროცესების მოწყობის გამგეობა და სხვა ასეთი საქმეები და ჩვენც მართლა პატრიოტი გვეგონა. ჩვენს ხანში შესულ ქალებსაც მოსწონდათ, ერთმა ასეთმა ქალმა, რომელიც პოეტობდა შეიყვარა კიდევაც. . .
მატარებელში ვიღაც ჩვენგანს ცხიკება აუვარდა, ცივი დარი იყო. ილიამ სთქვა, მაგისი არაფერი ვიციო, ე.ი. ჩემს დღეში ცხვირს არ მაცემინებოს. მაგრამ გელათში რომ ავედით, მეორე დღეს, იქ ილიამ დააცემინა ცხვირს – სინოტივე იყო და ალბათ იმის გამო. მაშინ თქვა, “გუშინ ტყუილად დავიკვეხეო!”.
ჩვენთან ერთდ მოდიოდა კიდევ ნიკო ღოღობერიძე და მან გვიმასპინძლა ქუთაისში. თბილისიდან საღამოს გასულნი ქუთაისში დილას ჩავედით და მაშინვე გავემგზავრეთ ეტლებით გელათისაკენ. ცოტა თოვლი ჯერ კიდევ იდო გზაზე.
იმ დროს ქუთაისის პოლიცმეისტერად იყო, თუ არ ვცდები, ვინმე სიმონიშვილი, რომელსაც ქართველებს შორის, ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, დამსახურებისათვის ყველაფერს ჩაიდენსო. ლევან ჯანდიერს შეეტყო და ჩვენც გვაცნობა, რომ იმ სიმონიშვილს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები: “Следить за Ильей Чавчавадзе и записать каждое слово, что он скажет” .
გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი, რა თქმა უნდა, გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული, საკურთხევლელს წინ. ხალხი მოდიოდა, მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები. ზედიზედ გამოდიოდნენ იმერელი ახალგაზრდები თუ სხვები და უზომოდ ენამზეობდნენ, რომ საუკეთესო ორატორებად ეჩვენებინათ თავი. როგორც აღვნიშნე, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არ შეეფერებოდა ეპისკოპოსს და მეტადრე ასკეტური სულისკვეთებით გამსჭვალულ გაბრიელს, რომელიც სიცოცხლეში სწორედ რომ არ თანაუგრძნობდა ხოლმე ასეთ საქციელს.

იმერეთის გარდაცვლილი ეპისკოპოსი გაბრიელი, ედვარდ კლარის ფოტო, 1896
ამ მდგომარეობაში ვიყავით, რომ საღამო შემოვესწრო და ილიამ გვითხრა: “ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავიცადოთო და მერე კი წავიდეთო”. ბოლოს მანვე გვითხრა, “მივიდეთ ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო”. მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ ხალხთან, რამდენადმე გავთიშე იგი და ხმამაღლა დავიძახე: “ბატონებო, ცოტა ჩამოდექით და გზა მოგვეცით, ბატონს ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა მეთქი”. ერთი სიტყვით, “პროვოკაცია” მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინ გაიშალა, ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა. მას დიდი პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა დიდძალმა ხალხმა, რომელსაც გაეჭედა ეკლესია. ლევან ჯანდიერს ეს ძალიან იამა და მადლობა მითხრა, რომ ვაიძულე ილია და ვათქმევინე სიტყვა. ეს უკანასკნელი მართლაც შესანიშნავი იყო, კარგად ჰქონდა ილიას მომზადებული და წინასწარვე გაგვაცნო; მერე დაიბეჭდა კიდევაც. თითონ ილიაც კმაყოფილი დარჩა, რომ სთქვა.
გელათში მცირეოდენი გვასაუზმეს, მაგრამ არ გვეყო და ქუთაისში მოშივებულნი ჩამოვედით. ნიკო ღოღობერიძემ სადილის საჭმელად შეგვიყვანა დარბაზში, რომელიც იმავე დროს სასადილოც იყო და დავინახეთ, რომ სუფრას მრავლად შემოსხდომოდნენ მოქეიფენი, პოეტ გიორგი შარვაშიძის მეთაურობით. მათ შორის იყო ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღლი იასონ გელოვანიც. უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს: “განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასაო”. რომ დაგვინახეს, ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: “ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრაო!” მივუჯექით მაგიდას. მთვრალმა მასპინძლებმა დაადგინეს, რომ ჯერ დაგველია იმათი სადღეგრძელო, ვინც იქ ჩვენ შესვლამდე ისხდნენ და მერე განეგრძოთ სადღეგრძელოები. მაგრამ ილიას სადღეგრძელო მაინც პირველად შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები იყო; ხუთ-ხუთი დაგვიდგეს თეფშზე და შემოგვთავაზეს დალევა, მაგრამ ნიკო ღოღობერიძემ სთხოვა, მშივრები ვართ, ცოტა გვაცალეთ, საჭმელი ვჭამოთ და მერე ყველას გიახლებითო. დაგვეთანხმნენ. ილია ჩვეულებრივ მადიანად შეუდგა ჭამას და თან ღვინისაც უანგარიშოდ სვამდა. იმ ლაპარაკსა და სმაში ჩემ გვერდით მჯდომმა ნიკო ღოღობერიძემ გადაუჩურჩულა ლაქიას, ილიას ააცილეთ ის ხუთი ჭიქაო: ეშინოდათ, არ აწყინოსო. ლაქიამ მართლაც მოახერხა ილიასათვის იმ ხუთი ჭიქის აცილება და სხვებმაც, ჩვენთან მოსულებმა, ვისაც არ შეეძლო სმა, უარი თქვეს – მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკო ღოღობერიძემაც, რომელსაც გული სუსტი ჰქონდა და ღვინო სწყენდა. უარი სთქვა მისმა ძმამაც, სიმონ ღოღობერიძემ, რომელიც წინათ ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში. იმ დროს უკვე გადამდგარიყო სახელმწიფო სამსახურიდან და კერძო სათავადაზნაურო სკოლის გამგედ იყო დანიშნული. თამადას, გიორგი შერვაშიძეს ღვინო მოკიდებული ჰქონდა და მკვახედ მიმართა სიმონ ღოღობერიძეს: “ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო”. და ამისთანები. . . მერე მოყვნენ ჩვენ სადღეგრძელოებს და როდესაც ილიას ერთი ჩვენგანის სადღეგრძელოღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: “დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაგკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო”. – “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო!”, დაიძახა თამადამ, ნიკო ღოღობერიძემ ხელი წამკრა და მითხრა: “საკვირველი კაცია ეს ილიაო!” მოართვეს “აცილებული” ხუთი ჭიქა, ილიამაც ნელ-ნელა, გემრიელად შესვა და ბოლოს იმ ჩვენი ამხანაგის სადღეგრძელოც დალია. . . მართლაც საოცარი კაცი იყო! “გულს მაკლიაო”, დინჯად, სერიოზულად უთხრა: არ უნდოდა, რომ ვისმე ჩამორჩენოდა იქა!
ილია სიმონ ღოღობერიძის ბინაზე მოათავსეს. მე მეორე დღეს, ადრე გამოვბრუნდი თბილისს, ილია კი იქ დარჩა, არ მახსოვს, რამდენ დღეს. მისთვის ეჩვენებინათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა და სხვა მეგობრები. . .
გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად იგი ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვათავებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ისე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: “ეს გურულიაო”. დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს სამღვთო ისტორიის მოთხრობები; მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იეოს ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: “Такие чудеса и другие святые совершали а какое такое чудо совершил” – და დასძინა: какого никто, кроме него, не совершил”?
ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ განვიმეორეთ ის, რაც წინათ გვქონდა ნათქვამი: “Слепых прозревал, бесноватых исцелял, Лазаря воскресил” . . და სხვა. – “Нет, нет! это и другие делали”.
ჩვენ გაკვირვებით შევხედთ ჩვენს მასწავლებელს მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა, და, რა თქმა უდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი: “Себя воскресил! Себя воскресил!”
მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამის ხმამაღლა განცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე: – “Вед у Христа был отец, бог отец! Он его воскресил”. გაბრიელმა განმარტა: “Бог отец, бог сын и дух святой одно единое божество, бог сын явился на земле в образе человека, чтобы своим страданием искупить род человеческий, после распятия в нем умерла человеческая природа и не божественная, и эта божественная природа снова воскресила себя в образе человека, чтобы показаться своим учениками и убедить их и весь мир, что бог не умирает и не глазах учеников в образе человека вонесся на небо и в образе человека явится в мир во время второго пришествия”. . . და სხვა.

შემდეგ გაბრიელი მე აღარ მინახავს, მაგრამ სხვებისაგან გამიგონია, რომ მან ასეთი კითხვების წამოყენება სხვა გამოცდების დროსაც იცოდა.
გაბრიელი სპეტაკი ზნეობის მღვდელმთავარი იყო და ვერ ურიგდებოდა მისი დროის იმ მღვდელმთავრებს, რომელთაც ასეთი ზნეობა აკლდათ. მის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად იყო გრიგოლ დადიანი, რომელსაც ბევრ უზნეობას სწამებდნენ. გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი, დადიანს ეს შეურაცხყოფად მიეღო და ეთქვა: “მეც ისეთივე მღვდელმთავარი ვარ, როგორც თქვენ, და ასეთი ამბავფი ჩვენს შორის არ ეგებისო”. გაბრიელს უპასუხია: “მართალია, მღვდელმთავარი კი ხართ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვამხილოთ ერთმანეთიო”.

ექვთიმე თაყაიშვილი - მიმართვა ქართველი ემიგრანტებისადმი
იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს… ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.
ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.
კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: “ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.
თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.
კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.
მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.
ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!
ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.
ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.
25 ნოემბერი, 1936, პარიზი
ილია წინამძღვრიშვილი დიდად დაახლოებული იყო ილიასთან და ნამეტნავად მის მეუღლე ოლღასთან. ის იყო აგრეთვე ნათესავი ივანე პოლტარაცკისა და მის მეორე ცოლის – ნადო გაბაშვილისა.
სპეტაკი ადამიანი იყო. დამაარსებელი და ხელმძღვანელი წინამძღვრიანთ კარის კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. მე კარგად ვიცნობდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უაღრესი ფიზიოკრატი, დარწმუნებული, რომ საქართველოს მარტო მეურნეობის გაჩაღება და განათლება უშველის. ამიტომ, მისი აზრით, ყველა შეძლებულ ქართველს ან უნდა სამეურნეო სკოლა გაეხსნა, ან სკოლისათვის თავისი ქონება შეეწირა. ილიას მამულზე ამბობდა: “რა ოხრად უნდა ილიას საგურამოს მამული? შვილი არა ყავს და ძირი, სჯობს ჩვენს სკოლას შემოუერთოს და ამით გავაფართოოთ საქმეო”. წერილებსა ბეჭდავდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოსცა დიდი წიგნი სათაურით: “ვაზის მოვლა”.
ი. წინამძღვრიშვილი პირველ ხანებში თბილისის მაზრის მომრიგებელ მსაჯულად მსახურობდა (1868-1901), მერე – თბილისის ქალაქის ნოტარიუსად. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ენერგია, მოხერხება და საქმისათვის თავდადება – გამოუთქმელი. პირველად ილია წინამძღვრიშვილი სკოლას თავისი ხარჯით ინახავდა, მერე სათავადაზნაურო ბანკმა დაუნიშნა შემწეობა, მაგრამ მაინც მთელ თავის ჯამაგირსა და მამულის შემოსავალს ზედ ადებდა. ყოველ შაბათს ეტლით მიდიოდა თავის სკოლაში და ორშაბათს უკან ბრუნდებოდა. ზოგჯერ სარევიზიოდ თან მიჰყავდა პედაგოგები, ან შენობის სარემონტოდ – ხელოსნები და სხვანი. თვით საპედაგოგო საქმის არასპეციალისტი იყო, ამიტომ სკოლის გამგეს და მასწავლებლებს ისეთ რამეებს ავალებდა, რის შესრულებაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, სკოლას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰონდა, კურსდამთავრებულნი სოფლებში კარგად მუშაობდნენ. ნიჭიერ შეგირდებს ის ნოვაცკის სამეურნეო სასწავლებელში აგზავნიდა, შემწეობას აძლევდა, მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ყველა მისი შეგირდი მას თავის მამად სახავდა.
ზომიერი ცხოვრების და ჰიგიენის მიმდევარმა ილია წინამძღვრიშვილმა დიდხანს იცოცხლა, მაგრამ უკანასკნელ სამ წელიწადს ლოგინად ჩავარდა. ნიკო ცხვედაძის ყოფილი ცოლი უვლიდა. არც ნათესავებსა და არც მეგობრებს მასთან არ უშვებდა. ეს მანდილოსანი სომხის ქალი იყო. ნიკოდან მას შესძენოდა ერთი ქალი, რომელიც შემდეგ ფილიპე გოგიჩაიშვილმა შეირთო ცოლად, სამი ქალიშვილი შეეძინათ… ერთხანს ნიკოს ნაცოლარი პარიზში ცხოვრობდა… მერე კი დაბრუნდა საქართველოში. ილია წინამძღვრიშვილის მძიმე ავადმყოფობა რომ შეიტყო, უყოყმანოდ მიეშველა და თავგამოდებით დაუწყო მოვლა, არაფერს აკლებდა და უმსუბუქებდა მდგომარეობას.
ილია წინაძღვრიშვილის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო, წესი სიონის ტაძარში აუგეს, შემდეგ წინამძღვრიანთკარში წაასვენეს და იქ დამარხეს ეს შესანიშნავი და უებრო ქართველი მოღვაწე.

ექვთიმე თაყაიშვილი – ვაჟა-ფშაველა
ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრანტული ნაშრომები
ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქნა ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილი, როდესაც
დაბეჭდა
პოემა,
რომელშიც
ერეკლე
მეფეს
არწივს
ადარებს. ილიამ
ძალიან
გაუთქვა
და
გაუკეთა
სახელი.
ამბობდა,
რუსთაველის
შემდეგ
მაგისთანა
პოეტი
არ
გვყოლიაო.
პირდაპირ
გაგიჟებული
იყო
ვაჟაზე,
მაგრამ
სხვები
არ
ეთანხმებოდნენ.
ილიასთან
გამართულ
ხუთშაბათ-საღამოებზე
ძალიან
ხშირად
კითხულობდა
ვაჟას
ლექსებს
„ივერიის“
რედაქციის
გამგე
გიგა
ყიფშიძე,
რომელმაცკარგი
კითხვა
იცოდა
სერთოდ…
ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი. ის მოვიდა
თავისუფალ
მსმენელად
უნივერსიტეტში
და
ესწრებოდა
ქართველი
სტუდენტების
სხდომას
სათვისტომო
საკითხების
შესახებ.
ფშავ-ხევსურეთის
სახალხო
პოეზიიდან
აუარებელი
ლექსები
იცოდა
ზეპირად.
არავითარი
რვეული
ან
წერილობითი
საბუთები
ხელში
არა
ჰქონია
და
ყველანი
განცვიფრებულნი
ვიყავით,
როგორ
შეეძლო
ამდენი
ლექსების
ზეპირად
დამახსოვრება.
ლექსები,
რასაკვირველია,
დიდ
შთაბეჭდილებას
ახდენდა
ჩვენზე.
ის ცხოვრობდა ერთ ჩემ ამხანაგ გოცირიძესთან, მაგრამ დიდხანს ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და გასცილდნენ.
თბილისში რომ ჩამოვედი, მას ვერა ვხედავდი, მაგრამ ერთი მისი საქმე წამოიჭრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტში და მაშინ შევიტყვე, რომ მანგლისის მახლობლად თონეთში ყოფილიყო მასწავლებლად. თონეთელებიდან ასეთი საჩივარი მოვიდა: ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო. იქ გაგზავნეს გამოძიებისათვის წერა-კითხვის საზოგადოების საქმის მწარმოებელი იაკობ მანსვეტაშვილი და იმან მოიტანა ამბავი, რომ ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ისინი ერთმანეთს შეხებიან ხელით. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ ვაჟა-ფშაველამ მიატოვა იქ სამსახური.
შემდეგ მას ვხვდებოდი იშვიათად წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში და ვეცნობოდი მის ლექსებს და მოთხრობებს, რომელნიც „ივერია“-ში იბეჭდებოდა. მაშინ მას უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც დიდსა და ორიგინალურპოეტს. ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“. „ხუთშაბათობის სხდომებზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.
შემდეგ, როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების ცხოვრების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას: „ამას შენზე უკეთესად ვერავინ ვერ შეგვიდგენს.
გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს, ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვეულებანი, მისწრაფებანი და ხასიათები“. ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა – „ფშაველი და მისი წუთისოფელი“, რომელიც დაბეჭდილია „ძველი საქართველოს“ მე-2 ტომში. ეს ნაწარმოები ნამდვილი პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა საუბედუროდ მას აღარ დასცალდა.
შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი ლევანი პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ.
როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთან ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო, ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს.

ქართული ემიგრანტული ლიტერატურა
დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა
გურამ შარაძის საერთო რედაქციით
თბილისი 1991
დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა
გურამ შარაძის საერთო რედაქციით
თბილისი 1991
Комментариев нет:
Отправить комментарий