1889 წლის ოქტომბერში თბილისის
ქართულ სათავადაზნაურო სკოლის დირექტორმა, ალექსი ჭიჭინაძემ ექვთიმე თაყაიშვილი
მიიწვია ბერძნულ და ლათინურ ენების მასწავლებლად. თაყაიშვილი შემდგომში სკოლის
გამგე გახდა და გადააკეთა ის რვაწლიან გიმნაზიად. გიმნაზიის დირექტორის პოსტს
თაყაიშვილი 1904 წლამდე იკავებდა. 1889 წელს, იგი წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა
ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ
სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც
ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. 1889 წელს
მათ ერთად დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ
საეკლესიო წიგნებს, ნივთებს, ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში,
მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. პირველი ექსპედიცია მათ 1889 წლის 17 თებერვალს
მცხეთაში მოაწყვეს. თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოიკვლია
„პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური
წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი
წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული
ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის
გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს
გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და
წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“,
„ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“,
„ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა,
თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა
ხელნაწერები. vუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე
თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა
17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე
მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე
თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646
წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის
1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი
გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა
პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო
დასურათებული.
ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან და მასპინძლებთან ერთად
ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან და მასპინძლებთან ერთად
Комментариев нет:
Отправить комментарий