"სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი...“ "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე შევასრულე, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მაქვს უფლება, ბედს დავემდურო."

განათლება

სკოლაში ექვთიმემ გაიცნო ნიკო მარი. შემდგომში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. მესამე კლასში სასწავლებლი საქალაქოდ გადააკეთეს და პროგრამა შეცვალეს, ამიტომ ექვთიმეს სასწავლებლის დასრულება ფოთში მოუხდა.

  შემდეგ თაყაიშვილი შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიის მეორე კლასში, იქედან კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მეხუთე კლასში. გიმნაზიაში სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია.
                                 ექვთიმე თაყაიშვილი გიმნაზიაში




მოქმობა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ
ქუთაისის გიმნაზიის წარმატებით
დამთავრების შესახებ.

1883 წელს. სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერდა:
მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...““
1889 წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა.

აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც „გატეხია ენა“. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო.


Комментариев нет:

Отправить комментарий