1963 წელს, დაბადებიდან 100
წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში
გადაასვენეს, ხოლო 1987 წელს ლევილიდან თბილისში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით
დაკრძალეს ნინო-პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც. 2000 წელს ექვთიმე თაყაიშვილი
გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო
დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს
მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე
ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ
საცხოვრებელ ადგილას, ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო,
არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული.
მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი
სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით
შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს
წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი
უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი
ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.“
Комментариев нет:
Отправить комментарий