"სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი...“ "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე შევასრულე, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მაქვს უფლება, ბედს დავემდურო."

ექვთიმე და ი,ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 



 ექვთიმე  და  ი,ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი




 ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული ,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებისკომისიაში. უნივერსიტეტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც . თაყაიშვილიც იყო. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტილით) უნივერსიტეტი გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მას მიანიჭა დოქტორის ხარისხი. 1920 წლისთვის ექვთიმე თაყაიშვილის ლექციები საქართველოს სიძველეებს შეეხებოდა. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი უნივერსიტეტში ახლად შემოსულთათვის იყო და მოიცავდა შესავალს საქართველოს სიძველეებისას, ამასთან კითხულობდა ეპიგრაფიკასა და ეკლესიამონასტრების ისტორიას.


     უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახსნის პერიოდში

Комментариев нет:

Отправить комментарий