"სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი...“ "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე შევასრულე, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მაქვს უფლება, ბედს დავემდურო."

суббота, 31 октября 2015 г.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. წმინდანის ხსენების დღედ 3 იანვარი გამოცხადდა.
ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში. 1982 წლის 30 მაისს თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურში გაიმართა სახალხო დღესასწაულიექვთიმეობა“, სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი). 2010 წელს ასევე აშენდა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა[1] 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.



წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესია კიკეთში




ექვთიმე თაყაიშვილი - დოკუმენტური ფილმი

http://www.dailymotion.com/video/x2dazai_%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98_school

Комментариев нет:

Отправить комментарий